weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საგაზაფხულო მიღებას აცხადებს

23:10 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აცხადებს საგაზაფხულო მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, სავაგონო მეურნეობა, რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა, რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა, რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და სარკინიგზო გადაზიდვები.

აღნიშნული 6 პროგრამის შესწავლა კოლეჯში დუალური მეთოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ეს მეთოდი ითვალისწინებს რკინიგზაზე, რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებით პრაქტიკული უნარების დაუფლებას.

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები გარანტირებულად დასაქმდებიან საქართველოს რკინიგზაში.

გარდა დუალური პროგრამებისა, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ახორციელებს მიღებას მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე - ლოკომოტივის მართვასა და სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკაზე.

კოლეჯში ღია კარის დღეები 29 მარტსა და 5 აპრილს გაიმართება, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროფესიულ და საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის, ჩარიცხვის წესის და სწავლის შესახებ. 

მისამართი: თბილისი, თემქის მე-11 მიკრორაიონი, მე-3 კვარტალი (თბილისის ზღვის ასასვლელთან).

 

[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]